reportiori.ge - ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:36
კულტურა
ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 21:32


იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტონიმ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ქართველ საოპერო მომღერალ ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა.


ღონისძიება თბილისში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ელჩის განცხადებით, ნინო სურგულაძე საქართველოს დესპანია იტალიაში და ამავდროულად იტალიის კულტურის დესპანია მთელ მსოფლიოში. მისივე თქმით, ნინო სურგულაძის შემოქმედება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი მთელ მსოფლიოში ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

 

"დღეს მაქვს პატივი და ბედნიერება, გადავცე ქალბატონ ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი, რომელიც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიასა და მის მშობლიურ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისთვის მიანიჭა. ნინომ თავისი ტალანტი ბევრი ქართველი მომღერლის დარად იტალიაში, ლა სკალას აკადემიაში დახვეწა. ნინო საქართველოს კულტურის დესპანია იტალიაში და იტალიის კულტურის დესპანია მთელს მსოფლიოში. ნინო სურგულაძე თავისი წარმატების წყალობით ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ფონდ "ნატვრის ხის" მეშვეობით, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება. ყველა ამ მითითებულ დამსახურებასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ გადავცე ქალბატონ ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი. მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრებს, რომელთა აქ დასწრება ნიშანდობლივია ნინოს მოღვაწეობიდან გამომდინარე. ასევე იტალიელი კარდიოქირურგების დელეგაციას, პროფესორ ვიტორიო ვანინის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეში ერთხელ ჩამოდის საქართველოში და უფასო ოპერაციებს უტარებს ქართველ ბავშვებს", - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტონიმ.


ნინო სურგულაძემ მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს და იტალიის საელჩოს საქართველოში და განაცხადა, რომ დღეს მას იგივე ემოცია დაეუფლა, როგორიც 22 წლის ასაკში ლა სკალას სცენაზე პირველად გამოსვლისას.


"ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ჯილდოს მიღება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იტალიის პრეზიდენტს და იტალიის საელჩოს საქართველოში და იტალიელ ხალხს ამ ნდობისთვის. ეს ჯილდო და ჩემი გული მინდა თანაბრად გავუყო ყველა იმ ქართველსა და იტალიელს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნების ურთიერთობებში. კერძოდ, კულტურის, ბიზნესისა და დიპლომატიის სფეროების განვითარებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში და მთელ საელჩოს, თითოეულ იტალიელს, რომელთაც ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად. იგივე ემოცია დამეუფლა, რაც მქონდა 22 წლის ასაკში, როდესაც პირველად გამოვედი ლა სკალას სცენაზე და ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. ეს ჯილდო მიორმაგებს ამ გრძნობას და მაძლევს სამომავლოდ სტიმულს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სურვილს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს. ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს შესაძლებლობებში შედის", - განაცხადა ნინო სურგულაძემ.


ნინო სურგულაძე 9 იანვარს, ფილარმონიაში მორიგ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016