საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია „კვირის პალიტრასთან" გამოძიების შედეგებზე საუბრობს. როგორც გოგლა ჟვანია აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ გამოძება განაახლა, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოიკვეთა.
გოგლა ჟვანიას თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება.
„გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება და საქმის გასახსნელად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ველოდები, რომ ძალიან მალე სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
არის სიახლეები, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი.
ირაკლი შოთაძეს რამდენჯერმე შევხვდი. ის იცნობს საქმის დეტალებს. მეტიც, ამ ყველაფერს თვითონ კურირებდა... ადეკვატურად აფასებს პრობლემებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საქმე გაიხსნას. ეს ადამიანი ჩვენს ნდობას იმსახურებს. მე მის კანდიდატურას მხარი დავუჭირე."- აცხადებს გოგლა ჟვანია.