reportiori.ge - შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:44
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 10:00


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შავლეგ კ. და 1980 წელს დაბადებული პაპუნა . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპუნა ქ- ცეცხლსასროლი იარაღები შეიძინა და შავლეგ კ- საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.



სამართალდამცველებმა, შავლეგ კ- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის" კონსტრუქციის „ა-კა-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „თშ 870"-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად მოძრავი ჩამკეტით და ცილინდრული ფორმის მჭიდით, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 38 საბრძოლო ვაზნა, 1 მჭიდი, ხელთათმანები და შავი ფერის ქუდი ამოიღეს.



ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.



გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016