„ყვავს კაკალი გააგდებინეო - თუ ევროპას ვიზა-ლიბერალიზაციას მაინც გამოვტყუებთ, ესეც კარგი იქნება", - აღნიშნული განცხადება სოსო ცინცაძემ „ალიასთან" ინტერვიუში გააკეთა. პოლიტოლოგის თქმით, ჯერ ყველაფერი წინაა, რადგან გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს.
„ჯერ ნუ გვიხარია, გადაწყვეტილება ევროკავშირის 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. ყველა გადაწყვეტილება კი მიიღება კონსენსუსით... სავარაუდოდ, იქნება გამარტივება გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. თუმცა, აქ ერთი მომენტია. ამას აქვს თავისი უარყოფითიც, თუ ვინმე ვადაზე მეტხანს დარჩება ან ნორმებს დაარღვევს, მათი უკან წამოყვანის ხარჯებიც უნდა ვიკისროთ. თუ ვინმე შენი ქვეყნის გავლით შევა ევროპაში, სირიელი, ეგვიპტელი თუ სხვა, აქაც პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, დამატებით რა მოთხოვნებს ჩაგვიწერენ. იანვარ-თებერვალში ევროპარლამენტში იქნება განხილვა, მერე ყველა ქვეყნის პარლამენტარებმა უნდა განაცხადონ თანხმობა და ალბათ, მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი. ჩავთვალოთ, რომ ერთი ნაბიჯია გადადგმული ევროპისკენ, თუმცა, გაწევრიანების თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ცინცაძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)