reportiori.ge - ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:44
სამართალი
ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 11:46



საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს დაჰკითხავენ.


დაკითხვა ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდება. მისი განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ფულს იღებს.



ალეკო ელისაშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარია „ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომლებიც მასზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ.


მისი თქმით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს „ბე"-ს სახით 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ.



ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ბადაშვილს, თუმცა ბადაშვილმა ყური არ შეიბერტყა. ამ საკითხზე ვესაუბრე მის მოადგილე გიორგი გოგაძესაც, ასევე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელსაც უშუალოდ ევალება სამართალდამცველ უწყებებთან ურთიერთობა, გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ეფექტურად წარიმართება, აღნიშნული მაღალჩინოსნების სახელებს და გვარებს გაასაჯაროებს. მე წელიწადნახევრის წინ ვუთხარი სახელი და გვარები პროკურატურას და ვაპირებ, დღესაც გავიმეორეო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვისშიც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის, ჩვენება მისცეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.



მისი თქმით, იმავე ტიპის ზეწოლა ახლა შეწყალების კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ზვიად ქორიძეზე მიმდინარეობს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016