reportiori.ge - მიშელ პლატინი მისთვის საქმიანობის შეჩერებას ასაჩივრებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:39
მსოფლიო
მიშელ პლატინი მისთვის საქმიანობის შეჩერებას ასაჩივრებს
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 13:03



უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ლოზანის სპორტული დავების არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა. პლატინი იმ აკრძალვას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მას ფეხბურთში საქმიანობა 90 დღის ვადით შეუჩერდა.



საკუთარ სიმართლეში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, ჩემმა ადვოკატებმა საკმაოდ არგუმენტირებული დასკვნა მოამზადეს და დარწმუნებული ვარ, რომ სპორტული არბიტრაჟი ყველა სანქციას მომიხსნის. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ ფიფა-ს პრეზიდენტობაზე, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მიშელ პლატინიმ.



საუბარია 2 მილიონ ფრანკზე, რომელიც პლატინიმ ფიფა-ს ექს-პრეზიდენტ იოზეფ ბლატერისგან მიიღო და მის ფინანსურ დეკლარაციაში არ აისახა. სპორტული არბიტრაჟი პლატინის სარჩელს მიმდინარე კვირაში განიხილავს და გამამართლებელი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, მას ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც აღუდგება.


ის ასევე მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაში, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016