reportiori.ge - ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:22
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 15:12



საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და  ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანი გ.ბ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში.


„დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. მოსამართლემ ბრალდებულ კ.მ-ს სასჯელის სახით თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კ.მ-ს, როგორც არასრულწლოვანს, სასჯელის ¼ მოაკლდა და საბოლოოდ განესაზღვრა ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ 2015 წლის აპრილში, თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს არასრულწლოვანმა კ.მ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, არასრულწლოვან გ.ბ-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ-ს შეუნარჩუნდა  სიცოცხლე.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული კ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის ივლისის  განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კ.მ-ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კ.მ-ს სასჯელად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის  განაჩენით   დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ კ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016