reportiori.ge - შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:41
სამართალი
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 10:00


თბილისის ინტერპოლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ალი რიზა ისლამი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.



აღნიშნული პიროვნება, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მას თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 58-ე კოდექსის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, წევრობას და ჰეროინის გადაზიდვას გულისხმობს.



თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება. 2013 წლის 20 თებერვალს ქალაქ სტამბოლში ჩატარდა ოპერაცია, რა დროსაც ავტომანქანიდან 101 კილოგრამი და 700 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალი რიზა ისლამი იყო.



ამჟამად ალი რიზა ისლამი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016