ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებულ თანამდებობის პირებს შორის, სავარაუდოდ ეკა ბესელიაა, პასუხობს.
„სწორედ ეკა ბესელია იყო, ღამეებს რომ ათენებდა პოლიტპატიმრების გადასარჩენად, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან ციხეებში გაუბედურებულნი იყვნენ. რომ არა 2012 წლის არჩევნები, ეს ადამიანები ცოცხლები ნამდვილად ვერ გამოვიდოდნენ. არ შეიძლება ასე ხელაღებით ვესროლოთ ერთმანეთს ტალახი და გული გავუხეთქოთ, მითუმეტეს, თუ მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს და მიშას გამოგონილ, ეგრეთ წოდებული „გონივრული ეჭვის" საფუძველზე უყენებთ ადამიანს ბრალდებას. ჩვენ ვართ ქრისტიანი, ღრმად მორწმუნე ერი? ეკლესიები სავსეა მრევლით, მაგრამ რეალობაში სულ სხვა მდგომარეობაა, ძალიან მტკივა გული..." - აცხადებს ია მეტრეველი.
პატიმართა შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „ქრონიკა +"-ის რედაქტორ ელისო კილაძისთვის სარწმუნოა. კილაძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტპატიმრების სიების შედგენისას ფულს აკეთებდნენ და გონივრულ ეჭვს გამოთქვამს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ერთ-ერთია, ვინც პატიმრების შეწყალებაზე „ფული გააკეთა".