ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა „OttoBockHealthCareGmbH"-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბერლინში „OttoBock"-ის ოფისში „OttoBock"-ის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სამომავლო პროექტები და შედგენილი იქნა 2016 წლის გეგმა-გრაფიკი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამასახურსა და „OttoBock" შორის 2015 წელს საფუძველი ჩაეყარა ურთიერთთანამშრომლობას, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 34 ამპუტანტ ვეტერანს უმზადდება გერმანული საპროთეზო ფირმის „OttoBock"-ის მიერ წარმოებული პროთეზები.
ბერლინში შეხვედრების საფუძველზე დაიგეგმა 2016 წელს 150 ამპუტანტი ვეტერანისთვის „OttoBock"-ის მიერ წარმოებული მუხლსზედა და მუხლსქვედა ამპუტირებული კიდურებისთვის მაღალტექნოლოგიური პროთეზებით უზრუნველყოფა.
ასევე „OttoBock"-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერთან დიმიტრი დანილჩენკოსთან ერთად გადაწყდა 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანის შერჩევა, რომელთაც „OttoBock"-ის წარმომადგენლები ასწავლიან და გადაამზადებენ პროთეზების წარმოების სფეროში, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანების დასაქმებას, ხოლო მეორე მხრივ, მაღალტექნოლოგიური ხარისხის პროთეზების წარმოების სპეციალისტებით საქართველოს უზრუნველყოფას.