საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით პატიმართა გარდაცვალების, მათ შორის სუიციდის ფაქტები შემცირებულია.
2015 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, პენიტენციარულ სისტემაში დაფიქსირდა გარდაცვალების 12 შემთხვევა, აქედან 2 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სუიციდს, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს გარდაცვლილი 27 პატიმრიდან, სუიციდის 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში პენიტენციარული სისტემის ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა.