„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია.
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ინიციატივას მიესალმება ისტორიის მეცნირებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე . ამბობს, რომ ალასანიას ეს იდეა ძალიან საინტერესოა და მომხრეა, თუ განხორციელდება.
„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იდეაა. არ მგონია, რომ ირაკლი ალასანია ის პოლიტიკოსი იყოს, რომელიც ამ სიტყვებს ჰაერზე წამოისროდა. ალბათ, აქვს რაიმე ინფორმაცია და ეს რეაქცია აქედან გამომდინარეობს. დამალული არაა, რომ რუსეთსა და გერმანიას ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ გერმანიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება", - განაცხადა გვენეტაძემ.
წყარო: „რეზონანსი"