reportiori.ge - გიორგი არევაძე ე.წ. კორტების საქმეზე: საქმე გვაქვს სასამართლოს მიმართ გახშირებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:28
სამართალი
გიორგი არევაძე ე.წ. კორტების საქმეზე: საქმე გვაქვს სასამართლოს მიმართ გახშირებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 13:07


თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრების ბრალდებების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ცრუ დამსმენელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.



ბრიფინგი თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე გასამართლებულების - ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე საპასუხოდ გაიმართა.



მოსამართლეთა კორპუსი შეშფოთებულია ბოლო დროს სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის გამო. ცილისმწამებებული განცხადებების ტირაჟირება აქტიურად მიმდინარეობს ცალკეული მოსამართლის და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ. ჩვენ, მოსამართლეები, ამ დრომდე მივიჩნევდით, რომ მართლმსაჯულებაში ჩვენი როლისა და თმენის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლებიდან გამომდინარე, თავი შეგვეკავებინა, გამოვხმაურებოდით შინაარსმოკლებულ, ცილისმწამებლურ და ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება ტელე-რადიო, ბეჭდვით თუ ინტერნეტ-სივრცის მეშვეობით, მით უფრო პროცესის მონაწილე მხარეთა მხრიდან, თუმცა კონსტიტუციითვე დადგენილია სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს, ლახავს მათ პატივს და საქმიან რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს სასამართლო სისტემის მიმართ გახშირებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან, რაც ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცილდება და საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც. მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ დადასტურდება, უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში", - განაცხადა გიორგი არევაძემ.



ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ. ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოსამართლე კოჭლამაზაშვილი გამამტყუნებელი განაჩენის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016