reportiori.ge - ბადრი კოჭლამაზიშვილი: შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო ინფორმაციის გავრცელებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:16
სამართალი
ბადრი კოჭლამაზიშვილი: შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო ინფორმაციის გავრცელებით
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 13:23


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადება, რომლის მიხედვითაც ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.



გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.



მისი თქმით, თუკი მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს საქმე და თუ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები მიზნად არ ისახავენ მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, მაშინ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავისუფლად შეეძლოთ მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით.



მათ შეეძლოთ, ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად. დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავალის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემს მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით. რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით.

მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, ლოგიკას არ ექვემდებარება. საინტერესოა, ვისგან უნდა მიმეღო ქრთამი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში? ალბათ ან დაზარალებული მხარისგან ან პროკურატურისგან, მაგრამ მათ თავად გამორიცხეს პროკურატურის წვლილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მათთვის დარბაზის დატოვების საფუძველი გახდა. მათ მიიჩნიეს, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულებთან მიმართებაში ჰუმანური იყო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016