reportiori.ge - კობა კობალაძე: შესაძლოა, 480 000 ნარგავი უცებ არ გამოჩნდეს, რადგან ირგვება ნერგები და არა მრავალწლიანი ხეები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:37
საზოგადოება
კობა კობალაძე: შესაძლოა, 480 000 ნარგავი უცებ არ გამოჩნდეს, რადგან ირგვება ნერგები და არა მრავალწლიანი ხეები
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 13:32


თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე დედაქალაქში დარგული ხეების რაოდენობაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ თბილისში დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 480 000 ნერგი დაირგა. ამის შესახებ კობალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ მერია მხოლოდ ხეების დარგვით არ არის დაკავებული და შესაბამისი სამსახურები ნერგების ზრდისა და მოვლის პროცესს მონიტორინგს უწევენ.


„დარგულია ნახევარ მილიონამდე ხე, 480 000 ნარგავი. ვიზუალურად შეიძლება ეს უცებ არ ჩანდეს ისე, როგორც არის. ნარგავი არ ირგვება მრავალწლიანი, ირგვება პატარა ნერგი, რომელიც შემდეგ უნდა განვითარდეს და გაიხაროს. ბევრმა გააჟღერა აზრი, რომ ხეები დარგულია, მაგრამ მათგან მხოლოდ 5-10 %-მა გაიხარა. ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ქალაქის მერია არამარტო რგავს ნერგებს, არამედ შემდეგ ახორციელებს მონიტორინგს, რომ ამ ხემ გაიხაროს.

 

თუ ვისაუბრებთ დროზე, ეს არ არის ერთი კვირისა და ერთი თვის პროცესი. ეს პროცესი მოიცავს როგორც წინასარჩევნო პერიოდს, ისე ლოკალურად უბნების მიხედვით ტარდება ხეების დარგვა. ეს ყველაფერი გაწერილია არა ერთ წელზე, არამედ იმ პერიოდზე, რომელი პერიოდითაც გამოუცხადდა ნდობა მერიას.

 

დედაქალაქის განვითარების გეგმა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებით ვითარდება და მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია თბილისის გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონების გაზრდისა და ნარგავების პოპულარიზაციის თემა", - განაცხადა კობალაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016