reportiori.ge - საქართველოდან ექსპორტირებულია 9281,67 ტონა სტანდარტული მანდარინი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:12
საზოგადოება
საქართველოდან ექსპორტირებულია 9281,67 ტონა სტანდარტული მანდარინი
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 15:11


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 9281,67 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 1747,5 ტონა.



სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 349 500 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდის თანხა 174 750 ლარია. ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქობულეთში „Georgian Industrial Asset Management Group" და შპს „TCF Georgia", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „GEO-Flowers".



საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0,20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0,10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროში.



სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი (78,83% - 7387 ტონა), უკრაინა (12,95% - 1202 ტონა), სომხეთი ( 4,27% - 396 ტონა), აზერბაიჯანი (1,52% - 141 ტონა), ყაზახეთი (1,40% - 130 ტონა), ბელარუსი ( 0,87% - 81 ტონა), სხვა ქვეყნები (0,16% - 15 ტონა).



2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და ოფიციალური ვებგვერდი www.apma.ge.



მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, მანდარინის მოსავალი 115 500-მდე ტონა იქნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016