ანალიტიკოს არჩილ გამზარდია 2016 წლის საარჩევნო სიებსა და ახალ სახეებზე ქართულ პოლიტიკაში გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საუბრობს:
„მოთხოვნა დღეს ე.წ. მესამე ძალაზეა და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ მესამე ძალას ეძებს.
თუ „ქართული ოცნება" სწორად წარადგენს საარჩევნო სიას, მაშინ სავსებით შესაძლებელია, მან „ოცნების" რებრენდინგი მოახდინოს და უფრო მეტი შანსი მიიღოს. სიაში უნდა იყვნენ აუცილებლად პროფესიულად განვითარებული სპეციალისტები, ასევე საჭიროა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ სცენაზე, ტრიბუნაზე წარმოჩნდებიან. ასევე უნდა იყვნენ ის გამოცდილი და ცნობილი ადამიანები, რომელთა გამოცდილება დადებით ეფექტს მოახდენს კოალიციაში.
სრულიად უცხო სახეები საზოგადოებას აბნევენ და ისინი ნდობას ვერ მოიპოვებენ. ყველა კომპონენტი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული", - მიიჩნევს გამზარდია.