reportiori.ge - ამირან გულუაშვილი: ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:19
სამართალი
ამირან გულუაშვილი: ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 18:31


პროკურორი ამირან გულუაშვილი ე.წ კორტების საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია. ამირან გულუაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ ბრალდებულთათვის დანიშნული სასჯელი სრულად არ ასახავს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას.


 

.. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან, გიორგი ცააძეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განხრაზ მკვლელობის ბრალდებიდან ამოერიცხა 109- მუხლის " ქვეპუქტი - მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

 

 

ბრალდებულ კახაბერ ნაკანის ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობიდან გადაკვალიფიცირდა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ამასთან, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულთათვის დანიშნული სასჯელი სრულად არ ასახავს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და მათ პიროვნებებს, რის გამოც ის ზედმეტად მსუბუქია.

 

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა მოსამართლის განაჩენი",- აცხადებს საქმის პროკურორი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016