reportiori.ge - „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:31
საზოგადოება
„ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 18:39


საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები, მიგრაციის კუთხით ბოლო წლებში გატარებული რეფორმები, ასევე მიგრაციასა და  „ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას"  შორის არსებული კავშირები განიხილეს „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის" მაღალი დონის კონფერენციის (1st CSDP High Level Conference) მესამე დღეს.



როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების შეუქცევადი ტენდენცია.



„ჩვენთვის მთავარი იყო ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს შორის, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის - თუ როგორ წარმოგვიდგენია კრიზისების პრევენცია, კრიზისების მართვა. ასევე, ჰიბრიდულ და სხვა სახის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება", - განაცხადა ღირსიაშვილმა.



საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ მიგრაციის კუთხით საქართველოში ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემატიკაზე საერთაშორისო ფორუმების ჩატარება, რადგან საქართველოზე გავლენას ახდენს ის პროცესები, რაც მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ევროპულ  კავშირში და მის ირგვლივ მიმდინარეობს.  

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის წარმომადგენლის მოსმენა, თუ რას აკეთებს ამ მიმართებით ევროპული კავშირი. ასევე, მიგრაციის კომისიის ფარგლებში ჩვენი მიდგომების, ჩვენი ძალისხმევის გაზიარება, რომელიც აბსოლუტურ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და იმ კრიტერიუმებთან, რაც დაკავშირებულია ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.



სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველმა გიორგი ტიელიძემ საქართველოში არსებული კიბერუსაფრთხოების გარემო მიმოიხილა.

 

 

„საქართველომ ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს ეხება როგორც ინსტიტუციური შესძლებლობების ამაღლებას, ასევე ამ კუთხით უსაფრთხოების გარემოს განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში საქართველომ სისტემურად მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების საკითხები როგორც კიბერუსაფრთხოების სტრატეგიით, ასევე საფრთხეების შეფასების დოკუმენტით, სადაც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეები.  ამის საფუძველზე, უკვე აქტიურად მიმდინარეობს ამ ტიპის საფრთხეების და გამოწვევების აღკვეთა და გარკვეულ შემთხვევებში მათი საზიანო შედეგების მინიმიზაცია", - განაცხადა ტიელიძემ.



საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველმა მარიამ ჭუმბაძემ.

 

 

„ვისაუბრეთ 2013 წლის შემდეგ განხორციელებულ აქტივობებზე. როგორც სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების მაკოორდინირებელმა უწყებამ,  ფოკუსირება მოვახდინეთ სამოქალაქო მისიებზე. ვისაუბრეთ, იმ კანონქვემდებარე ნორმებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემუშავდა და ქართულ კონტიგენტს კრიზისების მართვის სამოქალაქო მისიებში მონაწილეობის საშუალება მისცა", - განაცხადა ჭუმბაძემ.



სამდღიან კონფერენციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციას საქართველომ პირველად უმასპინძლა. საერთაშორისო ფორუმი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროკავშირის მისიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016