reportiori.ge - „ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი!“- შოთა გორგოძე ერთ- ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმიანება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:49
საზოგადოება
„ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი!“- შოთა გორგოძე ერთ- ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმიანება
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 20:26


საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი შოთა გორგოძ განცხადებას ავრცელებს სადაც ერთ- ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმიანება, რომელშიც გორგოძის შესახებ გავრცელებული იფნრომაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


ამ დღეებში ერთერთ ქართულ გაზეთში და ინტერნეტ-სივრცეში  ვინმე ლევან ფანჩვიძის სახელით გავრცელდა რაღაც ახალი ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით.

 

ვ.ფანჩვიძე წერს, რომ  რამდენიმე წლის წინ მას ჩემთან გამოუგზავნია ჟურნალისტი და, თითქოს, საუბრის დროს მე მითქვამს:  1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში ჩემთან პირადი კონტაქტი ქონდა სსრ კავშირის მაშინდელ პრეზიდენტს მ.გორბაჩოვს და მას ჩემთვის დაუვალებია, რომ არ დავმორჩილებულიყავი რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელობას (ჯ.პატიაშვილი) და შემესრულებინა მხოლოდ ცეკას ერთერთი მდივნის ნ.ფოფხაძის განკარგულებები. და აქედან გამომდინარე, ფანჩვიძე ისეთ ამბებს უკავშირებს ჩვენს პერსონებს, რომ 9 აპრილის ტრაგედიას რომ არ ეხებოდეს, კაცს ღიმილს მოგვრიდა.

 

გულწრფელად უნდა ვაღიარო: არასერიოზული და, უბრალოდ, გამოგონილი ამბავი,  ცოტა როდი წამიკითხავს ამ 26 წლის მანძილზე, მით უმეტეს 9 აპრილთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი სისულელე, ასეთი აბსურდი-არასოდეს!

 

არადა არ არის ეს თემა არც ღიმილისმომვრელი და არც ასეთი ზერელე  მსჯელობის საგანი. ამიტომ, იძულებული ვარ გავაპროტესტო და კატეგორიულად განვაცხადო: არასდროს მსგავსი რამ არ მითქვამს, არამცთუ საჯაროდ, პირად საუბარშიც კი, ერთი უბრალო მიზეზის გამო: ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი!

 

არ ვიცი ავტორს რა მიზანი ამოძრავებდა, როცა აჟღერებდა ამ ე.წ. „ფაქტს", მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ეს პუბლიკაცია ჭეშმარიტების დადგენას ნამდვილად არ ემსახურება და მას პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს. პირადული ანგარიშსწორების სურვილმა ასეთი სიბინძურე არ უნდა გაკადრებინოს!

 

შეიძლება ვაჭარბებ და ამის მიზეზი უბრალოდ ნაკლებინფორმირებულობაა. მით უმეტეს, მაშინ მეტი თავდაჭერილობა, სიღრმე და ობიექტურობა გვმართებს. სასურველი იქნებოდა,  რომ  კონკრეტულად ამ ავტორს და მის გამხმოვანებლებს უფრო დაკვირვებით  გაეცნობიერებიათ იმდროინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაცია, გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია, პარტიულ-სახელისუფლებო სტრუქტურების და მათთვის დამახასიათებელ მუშაობის, ურთიერთობის სტილი. ეს რომ ასე მომხდარიყო, მაშინ  ეს პუბლიკაცია არ გამოამჟღავნებდა მათ აბსოლუტურ  უცოდინრობას საქართველოს ისტორიის ამ კონკრეტული ტრაგიკული მოვლენის შესახებ.

 

სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას პირადად,  სატელევიზიო კამერით ვეკონტაქტო საზოგადოებას, მაგრამ ჩემი ოჯახი უფლებამოსილია ჩემი სახელით გაავრცელოს ეს განცხადება."- აღნიშნავს შოთა გორგოძე.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016