საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის ფილმი „ნიკოს გზა" ადამი მედია პრიზის ნომინაციაში - ინფორმაციისთვის გამარჯვებული გახდა.
ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში - განკუთვნილია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისა და მედია სპეციალისტებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი).
კონკურსის მიზანია ტელე, კინო და მულტიმედია პროგრამების საშუალებით გაზარდოს მედიის ინტერესი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა: მიგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია და კულტურული მრავალფეროვნება.
ფილმის „ნიკოს გზა" რეჟისორი გიორგი ცხვედიანია, ხოლო სცენარის ავტორი გივი ოდიშარია.
ფილმი „ნიკოს გზა" წელს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის „CinéDOC-თბილისის" ფარგლებში აჩვენეს, კატეგორიაში - სპეციალური ჩვენებები სამცხე-ჯავახეთზე.