reportiori.ge - შსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:43
სამართალი
შსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 20:38


შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული გიორგი . განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული ბექა ჯ, ხოლო მისმა შვილმა - 1983 წელს დაბადებულმა ალექსი ნ-მ ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ალექსი ნ, ასევე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი - დანები ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016