ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს" დმფუძნებელი ლალი მოროშკინა მიიჩნვს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებები, რომელიც შეწყალების კომისიას ეხება, ბევრ კითხვას ბადებს. როგორც მოროშკინამ გადაცემა „ბარიერში" განაცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი ელისაშვილმა ერთი წლის შემდეგ.
„ძალიან უხერხულია ის სიტუაცია, რაც მოხდა. ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგანს არ სჭირდებოდა მაინცდამაინც პროკურატურის დასკვნა იმისათვის, რომ გაესაჯაროვებინა ის გვარები, რომელიც მას აწუხებდა. როდესაც შენ გიკავია მაღალი თანამდებობრივი ადგილი, სჯობს გაწირო რამდენიმე არასწორად მოთამაშე ადამიანი, თუნდაც იმ გუნდიდან, რომელსაც შენ მიეკუთვნები, მაგრამ გადაარჩინო სხვები, რომლებიც გადარჩენას ელოდებიან.
მას ჰქონდა სატელევიზო და მედია სივრცე იმისათვის, რომ ეს ამბავი წელიწადზე მეტი არ გაგრძელებულიყო. თუ ამბავი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ესე იგი ის რაღაცას ელოდებოდა. მასთან არ მისაუბრია, არ ვიცი დეტალები, მაგრამ ჩრდილი ქალბატონ ეკას მიადგა."- განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ალექსანდრ ე ელისაშვილის განცხადებით პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭებაში ხელისუფლების რამოდენიმე წარმომადგენელი დიდ ფულს აკეთებდა. ელისაშვილმა გვარები პროკურატურასთან დაასახელა.
პროკურატირამ ალექსანდრე ელისაშვილი დ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე უკვე დაკითხა. საქმე გამოძიების პროცესშია.