reportiori.ge - ლალი მოროშკინა: ბევრჯერ ყოფილა, შეწყალების კომისიას შეუწყალებია პატიმარი, 20 წუთში დაურეკავთ და უთქვამთ, რომ შეწყალება გადაიფიქრეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:22
საზოგადოება
ლალი მოროშკინა: ბევრჯერ ყოფილა, შეწყალების კომისიას შეუწყალებია პატიმარი, 20 წუთში დაურეკავთ და უთქვამთ, რომ შეწყალება გადაიფიქრეს
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 22:30


„ბევრჯერ ყოფილა, რომ შეწყალების კომისიას შეუწყალებია პატიმარი, მაგრამ 20 წუთში დაურეკავთ და უთქვამთ, რომ მათ შეწყალება გადაიფიქრეს. ანუ არ იყო ჯეროვნად შესწავლილი საკითხი. ასეთი რამ რამდენჯერმე მომხდარა."- ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა, ლალი მოროშკინამ აღნიშნული განცხადება თოქ-შოუ „ბარიერში" გააკეთა.


მოროშკინას თქმით, შეწყალების კომისიის მიმართ მას ბევრი კითხვები გააჩნია. გადაცემაში დებატებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ესწრებოდა, რომელიც შეწყალების კომისიის წევრია. მოროშკინას კითხვებს გიგაურმა უპასუხა.


ლალი მოროშკინამ გიგაურს კითხვით მიმართა, ახსოვს მას თუ არა ისეთი პატიმრის შეწყალების ფაქტი, რომელიც საპატიმროში მხოლოდ ორი თვე იმყოფებოდა.


„ძალიან მინდა ეკა გიგურისგან მივიღო პასუხი კითხვაზე- გახსოვთ თუ არა, თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომელიც ციხეში სულ ორი თვე იმყოფებოდა. მას არათუ მესამედი, რეალურად ციხიდან ორ თვეში გამოუშვეს და ვიცით, რომ მისმა ოჯახმა გაყიდა ყველაფერი აბსოლუტურად. ერთი რაც ვიცით არის ის, რომ ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული მაგრამ შეწყალების კომისიამ ის ორი თვის შემდეგ გაათავისუფლა."- განაცხადა მოროშკინამ რაზეც გიგაურმა უპასუხა, რომ კონკრეტული ფაქტი მას არ ახსოვს, თუმცა მაგალითად მარიხუანის მოხმარებაზე ნასამართლევი პირის შეწყალება შედარებით ადრე ხდება.  


„ამაზე  ეპასუხის გაცემა ზოგაგად შემიძლია, რადგან კონკრეტულ ქეისებზე ვერ ვისაუბრებ. ერთი შეწყალების დროს ჩვენ დაახლოებით 500-მდე საქმეს ვიხილავთ და ძალიან რთულია ყველა საქმე გაიხსენო.

მარიხუანის მოხმარებისთვის ნასამართლევს ძალიან ჰუმანურდ ვექცევით. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომელიც ჩვენ გავქვს და არ გამოვრიცხვ ორ თვეში ვინმე შეგვეწყალებინა."- განაცხადა გიგაურმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016