reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი: ბადრი კოჭლამაზაშვილი ერთ- ერთი უძლიერესი მოსამართლეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:36
საზოგადოება
მაია ნიკოლეიშვილი: ბადრი კოჭლამაზაშვილი ერთ- ერთი უძლიერესი მოსამართლეა!
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 23:10


დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ყოვლად მიუღებელია.


„ბადრი კოჭლამაზაშვილი ერთ- ერთი უძლიერესი მოსამართლეა! მასთან პროცესი ერთი სიამოვნებაა პროფესიული თვალსაზრისით: თითქოს ცივია, ემოციას არ აჩვენებს, იფიქრებ, არც მისმენსო და სინამდვილეში სულ უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარება და არ დაავიწყდება! საოცარი გონება და სიღრმისეული გააზრების უნარი აქვს.

კმარა, რა!

ძლივს სასამართლოს გაჯანსაღების პროცესი დაიწყო!

დღეს ბადრი კოჭლამაზიშვილისთანა მოსამართლეებზე ასე საუბარი არ შეიძლება და ეს ჩვენც გვეხება!

დავიცვათ სასამართლო უსამართლო თავდასხმებისაგან, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მოსამართლე და სასამართლო ხომ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას წარმოადგენს!"- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლების ბრალდებას "უზომოდ შეურაცხმყოფელად" მიიჩნევს.

როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადება, რომლის მიხედვითაც გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.


"გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, ლოგიკას არ ექვემდებარება.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016