რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს არავითარი ფრენები არ განუხორციელებიათ", - აღნიშნა კონაშენკოვმა.
„მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა იფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის აჩრდილი თითქოსდა შეამჩნიეს მერეთი- ზარდიაანთკარის რაიონში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეიტყო, რომლებმაც თავისი ხედვები რომელიღაც პოლიციელს გაუზიარეს", - განაცხადა რუსმა გენერალმა.
მან ქართველ კოლეგებს ურჩია, ვიდრე სხვა დროს ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, ობიექტურ კონტროლს დაეყრდნონ, კერძოდ კი, რადიოლოკაციურ საშუალებებს.