პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი შეწყალების კომისიის შესახებ, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე საგანგაშოდ თანხის და კორუფციის თემას მიიჩნევს.
როგორც გოგიჩაიშვილმა გადაცემაში „ბარიერი" გნაცხადა, თუ გამოძება მართლაც დაადგენს, რომ კომისიის წევრები პატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ ფულს იღებდნენ, ეს მართლაც სკანდალი იქნება.
„ყველაზე სკანდალური ამ შემთხვევაში არის თანხის საკითხი. ადამიანები შემოდიან, რომლებიც არიან დადანაშაულებულნი იმაში, რომ მათ ანაზღაურების სანაცვლოდ პატიმრები ციხეებიდან გამოჰყავდათ.
ეს არ არის ეჭვი, ეს არის ნათქვამი ცოტა სხვანაირად.
თუმცა, სკანდალური იმაში, რომ კომისიის თავმჯდომარეს პირები უკავშირდებოდნენ და უბრალოდ საკითხის მოკითხვა უნდოდათ, ამაში არაფერი არ არის. კომისიის თავმჯდომარე იმიტომაც არის, რომ ასეთი ადმინისტრაციული სამუშაო მოაგვაროს.
თუ გამოძიება დაადგენს, რომ ეს ადამიანები მართლა აპირებდნენ ამაში ფულის აღებას, ეს მართლა სკანდალია."- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეწყალების კომისიის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, პოლტპატიმართა სიების შედგენისა და პატიმრების შეწყალებისას კორუფციული სქემა არსებობდა, რომლის საშუალებით რამდენიმე პარლამენტარი დიდი თანხას იღებდა.