reportiori.ge - ლევან გოგიჩაიშვილი: ყველაზე სკანდალური ამ შემთხვევაში არის თანხის საკითხი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:37
საზოგადოება
ლევან გოგიჩაიშვილი: ყველაზე სკანდალური ამ შემთხვევაში არის თანხის საკითხი!
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 00:49


პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი შეწყალების კომისიის შესახებ, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე საგანგაშოდ თანხის და კორუფციის თემას მიიჩნევს.


როგორც გოგიჩაიშვილმა გადაცემაში „ბარიერი" გნაცხადა, თუ გამოძება მართლაც დაადგენს, რომ კომისიის წევრები პატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ ფულს იღებდნენ, ეს მართლაც სკანდალი იქნება.


„ყველაზე სკანდალური ამ შემთხვევაში არის თანხის საკითხი. ადამიანები შემოდიან, რომლებიც არიან დადანაშაულებულნი იმაში, რომ მათ ანაზღაურების სანაცვლოდ პატიმრები ციხეებიდან გამოჰყავდათ.

ეს არ არის ეჭვი, ეს არის ნათქვამი ცოტა სხვანაირად.

თუმცა, სკანდალური იმაში, რომ კომისიის თავმჯდომარეს პირები უკავშირდებოდნენ და უბრალოდ საკითხის მოკითხვა უნდოდათ, ამაში არაფერი არ არის. კომისიის თავმჯდომარე იმიტომაც არის, რომ ასეთი ადმინისტრაციული სამუშაო მოაგვაროს.

თუ გამოძიება დაადგენს, რომ ეს ადამიანები მართლა აპირებდნენ ამაში ფულის აღებას, ეს მართლა სკანდალია."- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 


შეწყალების კომისიის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, პოლტპატიმართა სიების შედგენისა და პატიმრების შეწყალებისას კორუფციული სქემა არსებობდა, რომლის საშუალებით რამდენიმე პარლამენტარი დიდი თანხას იღებდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016