10 დეკემბერს დედაქალაქის საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად უკვე მეორედ შევა. თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე 2016 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით კმაყოფილია. როგორც მან გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, საკრებულოს შენიშნვები თბილისის მერმა გარკვეულწილად გაითვალისწინა და შესაბამისად, მეორედ გადაგზავნილი ბიუჯეტი საკრებულოს წევრების უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი იქნება.
„არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ 2016 წლის ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირო იმიტომ, რომ ის პროგრამული ცვლილებები და რეკომენდაციები, რაც მუშა პროცესში ჩვენი მხრიდან წარმოვადგინეთ გარკვეულწილად გათვალისწინებულია.
როდესაც ბიუჯეტის განხილვაზე მოხდება დანარჩენი ასპექტების შეკრება, ჩვენ პოზიციასაც დავაფიქსირებთ. ვაპირებ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქში წარმატებულად განხორციელდეს პროგრამები."- განაცხადა კობალაძემ.