reportiori.ge - თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:07
საზოგადოება
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 10:51



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.


„აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან შედარებით, რომელიც 735 მლნ 700 ათას ლარს შეადგენდა, 80 მლნ 200 ათასი ლარითაა გაზრდილი.


10 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა საკრებულოში.

 

დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.

 

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ 200 ათასი ლარით.

 

ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ) 61 მლნ ლარით მეტია.

 

ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 2 მლნ 600 ათასი ლარით; ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 3 მლნ ლარით; კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში - 4 მლნ ლარით.

 

ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ 300 ათასი ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (205 მლნ.) 9 მლნ 300 ათასი ლარით მეტია. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც:

 

3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 300 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს. ასევე გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ 400 ათასი ლარი შეადგინა.

 

განათლებაზე გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92,633 მლნ) 2,5 მლნ ლარით მეტია.

 

აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.

 

გამწვანების ღონისძიებებისთვის 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, რაც ვერეს ხეობაში და პარკ „მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება", - აღნიშნა თბილისის მერმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016