reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მაშინ ჩავალ, როცა მომინდება და როცა ამისთვის ნიადაგი იქნება მომზადებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:42
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მაშინ ჩავალ, როცა მომინდება და როცა ამისთვის ნიადაგი იქნება მომზადებული
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 13:15



უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, „რადიო სვობოდას" ეთერში (კიევის სტუდია, პროგრამა „გზა თავისუფლებისაკენ") ჟურნალისტ ვიტალი პორტნიკოვთან საუბრისას, თავისი თვალსაზრისი გამოხატა საქართველოში ბოლო ათწლეულში მომხდარი და დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ.


საინფორმაციო­-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: „მე არამარტო საქართველოში მომხდარი პოლიტიკური პროცესების მონაწილე ვიყავი, არამედ ვარ ლიდერი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიისა, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსნად გაიმარჯვებდა და მთავრობას ჩამოაყალიბებდა. გარდა ამისა, ჩემი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, როცა მასობრივი აქციების დროს თბილისის ქუჩებში წესრიგი დავამყარეთ, მე გადავდექი (მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები ამას არ ითხოვდნენ) და ვადამდელ არჩევნებში კვლავ გავიმარჯვე. კიევის მაიდნის დროს ვიქტორ იანუკოვიჩი გაჰყვიროდა, რომ „აი, მიხეილ სააკაშვილმაც ხომ დაარბია მიტინგიო". მე არ დამირბევია, მხოლოდ ერთხელ მივიღე ზომები, თუმცა, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში არავინ დაღუპულა და გადავდექი. ვიქტორ იანუკოვიჩსაც რომ ასე გაეკეთებინა, ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა, თუმცა მეეჭვება, რომ მასაც ჩემსავით ისევ აირჩევდნენ".


„საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა საქართველოში ხელისუფლება იცვლებოდა, ვლადიმირ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა განაცხადეს, რომ „საქართველოში მოვა ახალი მთავრობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში გაისტუმრებსო". ეს ინსტრუქციასავით გაისმა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც [„გაზპრომის" აქციონერ ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი დოლარი მისცეს]. მე უზრუნველვყავი გარდამავალი პერიოდი, იმავდროულად ვადის ბოლომდე პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი იმ მთავრობასთან, რომელსაც ვძულდი. მე სულაც არ მინდოდა პრეზიდენტად ყოფნა ასეთ პირობებში, მაგრამ პროცედურის თანახმად, ასე უნდა ყოფილიყო. მერე თქვეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ აუცილებლად დამაპატიმრებდნენ, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ, რისთვის და რა მიზეზით. დიდი ხნის ძიების შემდეგ განაცხადეს, რომ მე თურმე 19 მილიარდი მომიპარავს, შემდეგ მიუმატეს ოთხი კოსტიუმი, რომელიც ადმინისტრაციულმა სამსახურმა შეიძინა (ამას ყველა პრეზიდენტის აპარატი აკეთებს). მოგვიანებით უფლებამოსილების გადაჭარბება დამაბრალეს, რომ მე მიტინგი დავარბიე (თუმცა, როგორც ვთქვი, იმ მიტინგის მერე მე ისევ გავიმარჯვე არჩევნებში). მერე რაღაც ტყუილები მოიგონეს, რომ ვითომდა ჩემი მითითებით რომელიღაც მაფიოზი დეპუტატი სცემეს".


„მე საქართველოში მაშინ ჩავალ, როცა მომინდება და როცა ამისათვის ნიადაგი იქნება მომზადებული... არადა, რა კარგად აწყობილი ქვეყანა დავუტოვეთ ახალ ხელისუფლებას... ჩვენს ხაზინაში რამდენიმე მილიარდი ლარი იყო, რომელიც მათ სწრაფად გაანიავეს. დავუტოვეთ მშვენიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაანგრიეს... ჩვენ „ქართულ ოცნებას" დავუტოვეთ ისეთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მე­-8 ადგილზე იყო ბიზნესის იოლად დაწყების მხრივ, ახლა კი 24­ე ადგილზეა... დღეს საქართველოში გამეფებულია უმუშევრობა, უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, მოსახლეობა ღარიბდება, ხალხი ქვეყნიდან გარბის.... ამ დროს კი მე მოქალაქეობა ჩამომართვეს".


„დედაჩემი ისტორიკოსია და მას უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ისტორია სწორხაზოვნად არ ვითარდება. ჩვენთან, საქართველოში, უამრავი პრობლემის ფონზე, 8-წლიანი აღმავლობა იყო, შემდეგ - ­ დაცემა... ვიმედოვნებ, დადგება დრო და ისევ აღმავლობის მოწმენი გავხდებით. მთავარია, ისე არ მოხდეს, როგორც დაუვიწყარმა ვლადიმირ ლენინმა თქვა - ­ „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკანო". პირიქით, ნაბიჯები მხოლოდ წინ უნდა გადაიდგას".


„დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა მოგვარდება. თავის დროზე მე ბევრი რამ ვიწინასწარმეტყველე - ­ რუსეთის თავდასხმა საქართველოზე და უკრაინაზე, ვიწინასწარმეტყველე ყირიმის ანექსია, დონბასი... ამის დამადასტურებელი ქრონიკა არსებობს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი დაემხობა და რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას დიდი პრობლემები შეექმნება. ქვეყანამ, რომელიც თავის მეზობლებს პატივს არ სცემს, რომელიც საკუთარ ავტონომიებს კოლონიზატორივით ექცევა (ჩრდ კავკასიაში), არ შეიძლება, კონტროლი არ დაკარგოს ტერიტორიებზე, რადგან ეს ყველაფერი მის ბუნებაში, მის პოლიტიკაში დევს. რუსეთში დადგება 4­-5-­წლიანი ისეთი პერიოდი, როცა იქნება არეულობა (ეს გარდაუვალია), მაგრამ იმავდროულად სამართლიანობაც აღდგება: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ და თანაცხოვრებას უკვე ახალ რუსეთთან გააგრძელებენ".



წყარო „NSP.GE"

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016