ე.წ. მოდულის შენობაში მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ბრალდებული, შსს-ს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გიორგი სამუშიას დაკითხვა მიმდინარეობს.
გიორგი სამუშიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა დაკავებულ გიორგი სამუშიასთან შესულიყო.
საჯაიას თქმით, მისთვის ცნობილია, რომ გიორგი სამუშია ე.წ.მოდულის შენობაში იმყოფება. დაკავებულისგან მან ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ სასწრაფოდ მისულიყო მოდულის შენობაში, რადგან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ადვოკატისთვის უცნობია რა სახის ზეწოლა განხორციელდა დაკავებულ გიორგი სამუშიაზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, გიორგი სამუშიასგან ცრუ ჩვენებებს ითხოვდნენ. ადვოკატი შენობაში დაახლოებით ერთი საათია რაც შევიდა.