reportiori.ge - არსენი იაცენიუკი: გაბრაზებული არ ვარ, ბევრი დებილი არსებობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:17
მსოფლიო
არსენი იაცენიუკი: გაბრაზებული არ ვარ, ბევრი დებილი არსებობს!
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 21:04



რადაში უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკსა და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატს, ოლეგ ბარნას შორის ინციდენტი მოხდა.


ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც რადაში სიტყვით გამოსვლისას ბარნამ იაცენიუკს უცაბედად ხელში  ვარდების თაიგული მიაწოდა, შემდეგ კი ტრიბუნიდან მისი ძალით გაყვანა სურდა. ამ ფონზე „პეტრო პოროშენკოს ბლოკისა" და „სახალხო ფრონტის" დეპუტატებს შორის ვითარება დაიძაბა და ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

ხელჩართული ბრძოლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.


„პეტრო პოროშენკოს ფრაქციის" ლიდერმა, იური ლუცენკომ პრემიერ-მინისტრსა და რადას მთელ შემადგენლობას მოგვიანებით საჯარო ბოდიში მოუხადა. ცნობილი გახდა, რომ ოლეგ ბარნა ფრაქციიდან გარიცხეს.


თავად ოლეგ ბარნას განცხადებით კი მას უკრაინის პრემიერ-მინისტრთან არანაირი ჩხუბი არ მოსვლია.


„მე იაცენიუკს მხოლოდ ტრიბუნიდან გასვლა შევთავაზე, მას ყვავილები მივართვი და დაე, წავიდეს სახლში. გამოვიდა ისე, რომ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ა.შ."- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ოლეგ ბარნამ.


არსენი იაცენიუკმა კი დაპირისპირება ასე შეაფასა: „გაბრაზებული არ ვარ, ბევრი დებილი არსებობს!" 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016