„პატრიარქს რომ არ ეთქვა ის, რაც თქვა, რასაც არასამთავრობოთა თავდასხმა და შემდეგ ელისაშვილის განცხადებები მოჰყვა, რატომ დუმდნენ ელისაშვილი და ქორიძე?! ამდენ ხანს მალავდნენ ინფორმაციას?!"- ადვოკატი ირმა ჭკადუა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუ ელისაშვილს ასეთი სკანდალური ინფორმაცია ჰქონდა, რეაგირება მყისიერად უნდა ჰქონოდა. ჭკადუასთვის გაუგებარია, თუ რატომ დუმდა ელისაშვილი ერთი წლის განმავლობაში.
„თუ ელისაშვილს ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, ყურში კი არ უნდა ეჩურჩულა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, არამედ მაშინვე განცხადებით უნდა მიემართა საგამოძიებო ორგანოებისთვის, ან საჯარო განცხადება გაეკეთებინა, რაც გამოძიების დაწყების მიზეზი გახდებოდა. მთავარი პროკურორი, სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუ ასეთი საერთოდ არსებობდა, გამოძიებას ვერ დაიწყებდა. ეს უნდა ყოფილიყო ან წერილობით, ან საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება." - განაცხადა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „2030".