reportiori.ge - ნონა გაფრიდაშვილი N16 და N12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:17
საზოგადოება
ნონა გაფრიდაშვილი N16 და N12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებს შეხვდა
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 10:49


მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრიდაშვილი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  N16  და  N12 პენიტენციურ დაწესებულებებს სტუმრობდა. 


მსოფლიო ჩემპიონმა  მსჯავრდებულებთან შეხვედრისას  ჭადრაკი ითამაშა.  ასევე,  მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და  საკუთარი გამოცდილებაც  გაუზიარა.


ნონა გაფრინდაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  მსჯავრდებულებს  შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს  და მოისმინონ  მათი საქმიანობის შესახებ.


„ნანახით კმაყოფილი დავრჩი. მისასალმებელია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ,  დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, ასევე, შეხვდნენ საზოგადო მოღვაწეებს. მსჯავრდებულებს თითქმის ერთ-ერთზე ვეთამაშებოდი და გამარჯვების   შანსი არ ჰქონდათ, თუმცა  წაგება და მოგება ძმები არიან. ვფიქრობ, შეხვედრა კარგად ჩატარდა", -განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.  


ნონა გაფრინდაშვილმა სასჯელაღსრულების  N16   დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახიც  დაათვალიერა. ასევე,  მსჯავრდებულების ხეზე ნაკვეთ ნამუშევრებს გაეცნო. 


მსჯავრდებულების  თქმით,  ნონა გაფრინდაშვილთან შეხვედრა მათთვის დიდი სტიმულია. მათ  იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. 


შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში განხორციელდა.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016