reportiori.ge - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:27
სამართალი
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 11:09


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა მოქალაქე ზურაბ გედევანიშვილი.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ეგრეთ წოდებული „სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე.


ელექტროსასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს, ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა. საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელებიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად.


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე  მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016