reportiori.ge - საუდის არაბეთში არჩევნებში ქალები პირველად იღებენ მონაწილეობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:24
მსოფლიო
საუდის არაბეთში არჩევნებში ქალები პირველად იღებენ მონაწილეობას
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 11:42


„BBC"-ის ცნობით, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საუდის არაბეთში მიმდინარე არჩევნებში ქალები იღებენ მონაწილეობას. ქალებს ასევე უფლება მიეცათ, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ. თუმცა, კონსერვატიული სამეფო მსოფლიოში კვლავ ერთადერთ ქვეყნად რჩება, სადაც ქალებს ავტომობილის მართვის უფლება არა აქვთ.



საუდის არაბეთში დღეს დაწყებულ მუნიციპალურ არჩევნებში 5938 კაცთან ერთად კანდიდატის სტატუსით 978 ქალი დარეგისტრირდა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას 130 000-მდე ქალი აპირებს.



საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აწ გარდაცვლილმა მეფე აბდალამ მისცა. 2013 წელს მან საუდის არაბეთის საკონსულტაციო ასამბლეაში 30 ქალი დანიშნა.



„BBC"-ს ცნობით, საუდის არაბეთში არჩევნები იშვიათი მოვლენაა. ხმის მიცემის პროცედურა სამეფოს ისტორიაში მესამედ ტარდება. არჩევნებში მუნიციპალური საბჭოების 2 100 წევრს აირჩევენ. კიდევ 1050 წევრი მეფის თანხმობით დაინიშნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016