დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის დირექტორის ნინო გოცაძის გათავისუფლების თაობაზე კომენტარს აკეთებს. როგორც ნარმანია ამბობს, გათავისუფლება სხვადასხვა საკითხებით, მათ შორის, მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებით იყო გამოწვეული. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ამის შესახებ მერის მოადგილემ განმარტება უკვე გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს მომავალშიც გააკეთებს.
„ჩემმა მოადგილემ უკვე გააკეთა განმარტება. ის უშუალოდ იყო გამწვანებისა და ბოტანიკური ბაღის საკითხის კურატორი. იყო ცალკეული საკითხები, საიდან გამომდინარეც გადაწყდა მისი გადაყვანა სხვა მიმართულებაზე. თუმცა, გაირკვა, რომ ვერ შეჯერდნენ სხვაგან გადასვლაზე, ამიტომ საჭირო იყო მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება და ამით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.