reportiori.ge - კობა კობალაძე: ბოტანიკური ბაღი დედაქალაქის ერთ-ერთი ოაზისი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:18
საზოგადოება
კობა კობალაძე: ბოტანიკური ბაღი დედაქალაქის ერთ-ერთი ოაზისი იქნება
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 13:54


თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე მიიჩნევს, რომ ბოტანიკური ბაღის დატვირთვა, ისევე როგორც სხვა კულტურულ-დასასვენებელი პარკების არსებობა ქალაქის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია. ამის შესახებ კობალაძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე განმარტა, რომ ბოტანიკურ ბაღს მშენებლობების კუთხით არავითარი საფრთხე არ ემუქრება და დაგეგმილია ბაღის მხოლოდ ტურისტულ-რეკრეაციულ ზონად გადაკეთება.

 

 

„ქალაქის განვითარების გეგმა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილზე დამოკიდებული. ქალაქის განვითარების გეგმა და სარეკრეაციო ზონების ზრდა, რა თქმა უნდა, თბილისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოტანიკური ბაღის დატვირთვა, ისევე როგორც სხვა კულტურულ-დასასვენებელი პარკების არსებობა, ქალაქის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია. მერიის კონკრეტული სამსახურების ხელძღვანელებმა დააფიქსირეს, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში დიდი მშენებლობები არ იგეგმება. ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი ტურისტული და დასასვენებელი პარკის ფუნქციის მინიჭებაზე. ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. აქედან გამომდინარე, საფუძველი არ გვაქვს ვისაუბროთ, რომ იქ საუკუნის მშენებლობები განხორციელდება. არ არის საუბარი, რომ მთელი მონაკვეთი გადავიდეს სამშენებლო ზონაში. ბოტანიკური ბაღი გახდება სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ოაზისი იქნება", - განაცხადა კობა კობალაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016