reportiori.ge - შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:23
საზოგადოება
შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 15:09


შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრები, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ტოკიოში გამართული ტურნირიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მათ 4-6 დეკემბერს, ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


გრან-სლემის პრიზიორ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.


81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ტოკიოს პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს დროშა ასწია და ჰიმნი შეასრულა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა 33 წლის შემდეგ ტოკიოს გრან-სლემის საუკეთესო შედეგი გაიმეორა - 1982 წელს ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო.


ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრაში იაპონელ მეტოქეს - კეიტა ნაგაშიმას ვაზარით სძლია, ხოლო ჰოლანდიელი მეტოქე ფრენკ დე უაიტი - იუკო იპონით დაამარცხა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ასევე სძლია ბერძენ რომან მასტოპულოსს, ფინალურ შეხვედრაში კი - კორეელი სპორტსმენი დაამარცხა.


ტურნირზე ბრინჯაოს მედალი შსს-ს ძიუდოს კლუბის კიდევ ერთმა წევრმა, ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი - „მებრძოლი", შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორია. კლუბმა დაარსების პირველივე წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016