reportiori.ge - „გვსურს, რომ სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე“, - სასჯელაღსრულების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:10
საზოგადოება
„გვსურს, რომ სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე“, - სასჯელაღსრულების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 17:21


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ პირველი შეხვედრა დღეს გამართა.  საბჭოს პირველი სხდომა სასტუმრო „რედისონში" გაიმართა და მას სასჯელაღსრულების მინისტრთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.


საკონსულტაციო საბჭო პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს განიხილავს.


სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმის შემდეგ კანონი ითვალისწინებს, მინისტრმა ითანამშრომლოს სპეციალურ საკონსულტაციო საბჭოსთან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ექსპერტებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.


„ერთი წლის წინ გავატარეთ რეფორმა და კანონში ჩავწერეთ, რომ მინისტრს უნდა ჰყავდეს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უნდა შედგებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ექსპერტებისგან. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ჩვენს სისტემაში არსებული მოვლენების შესწავლის. გვსურს, რომ სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე. დღეს არის საკონსულტაციო საბჭოს შეკრება. ჩვენ არ შევამცირეთ და კვოტირება არ გავუკეთეთ საბჭოს იმიტომ, რომ ვისაც სურვილი აქვს ამ სისტემის გასაუმჯობესებლად საკუთარი წვლილი შეიტანოს, ყველას მიეცეს ამის საშუალება. საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სისტემის გასაუმჯობესებლად და საბჭოს ფარგლებში მოხდება ყველა არსებული პრობლემური საკითხის განხილვა",- განაცხადა კახა კახიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016