reportiori.ge - პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:06
საზოგადოება
პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 20:10


საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები: ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, გიორგი გაბედავა, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი ზერეკიძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე და სხვები განცხადებას ავრცელებენ. აღნიშნულ განცხადებას გიორგი გაბედავა საკუთარ "facebook" გვერდზე ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა მიმართვა ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომლის საფუძველზეც ხელახლა იქნება განხილული მათი ბრალდების საქმე.  

 

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და შემდგომში მიღებული ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ თითქმის 3 წელია პერიოდულად აქტიურდება ჩვენთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მონიჭების თემასთან დაკავშირებული დისკუსია. იმთავითვე გასაგები იყო, რომ ამ თემის გარშემო ეჭვების დათესვა და მისი აქტუალიზაცია დაკავშირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის" სასიცოცხლო ინტერესებთან, რადგან ამდენი პოლიტიკური პატიმრის არსებობის დადასტურება მთლიანად ასამარებდა „დემოკრატიის შუქურის" არსებობის იმ ილუზიას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა სხვადასხვა მაქინაციებით მოიპოვა ადგილობრივი და მსოფლიო საზოგადოების გარკვეულ წრეებში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ ხნის მანძილზე სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, რადგან ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ ჩვენი საქმეების ხელახალ განხილვას, რა დროსაც ყველასათვის აშკარა გახდებოდა ჩვენი ბრალდებების პოლიტიკური ხასიათი. ამან კი შედეგად მოიტანა ის, რომ მიუხედავად პოლიტპატიმრის სტატუსისა, ჩვენ დღესაც ვითვლებით მსჯავრდებულებად (მორალური თვალსაზრისით, არა აქვს მნიშვნელობა, რომ ნასამართლობა გაქარწყლებულია).

 

დღეს ჩვენი პოლიტიკური სტატუსის შესახებ დისკუსია ახალ რეგისტრში ავიდა და მასში საზოგადოებაში ნეიტრალური იმიჯის მქონე პირებიც ჩაერთვნენ. „უპრაგონოდ" ისმის ბრალდებები, რომ ჩვენთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მომნიჭებელი პირები თურმე ანგარებით მოქმედებდნენ, თორემ ჩვენს საქმეებში არ იყო პოლიტიკური მოტივები, ანუ ჩვენ ვიყიდეთ ეს სტატუსები.

 

კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან:

 

მიღებულ იქნას ცვლილება კანონში, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა მიმართვა ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომლის საფუძველზეც ხელახლა იქნება განხილული ჩვენი ბრალდების საქმე. სწორედ ამ განხილვისას გახდება ყველასათვის ნათელი ჩვენი ბრალდებების პოლიტიკური ხასიათი და ჭორიკანა უსაქმურებსაც აღარ დარჩებათ უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველი.

 

მოვითხოვთ ყველა „დაეჭვებული" ცნობადი თუ არაცნობადი პირებისაგან:

 

როდესაც საუბრობთ „საეჭვო" და „ანგარებით" მომენტებზე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით, აუცილებლად დაასახელეთ კონკრეტული „ეჭვმიტანილი" - ისიც, ვისაც ასეთი ანგარება ამოძრავებდა და ისიც, ვინც თურმე „შეიძინა" ეს სტატუსი. რაც მთავარია, დაასახელეთ ფაქტები და არა ჭორები, ეჭვები და ვარაუდები, რათა არ შეურაცხყოთ წესიერი ადამიანები.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იქნება პასუხი სამართლებრივი წესით.

 

P. S. ორშაბათს, 14 საათზე, პოლიტიკური სტატუსით გათავისუფლებული პირები ვიწვევთ ბ-ნ ალეკო ელისაშვილს „პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში, რათა გავცვალოთ ერთმანეთის მიმართ არსებული „გონივრული ეჭვები" და „დასაბუთებული ვარაუდები", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016