reportiori.ge - ზვიად ქორიძე: ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:15
სამართალი
ზვიად ქორიძე: ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 21:04


შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ იზიარებს ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და განმარტავს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ელისაშვილის მიმართ კონკრეტული პატიმრების საქმეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამის შესახებ ქორიძემ „ქრონიკის სტუდიაში" საუბრისას განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომაროების პერიოდში კონკრეტულ საქმეებზე არაჯანსაღი ინტერესები გაგრძელდა და ეს სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.


„როდესაც ბატონმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა განცხადება და დაადასტურა იმ ფაქტის არსებობა, რომლის თაობაზეც მან ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ ჩააყენა საქმის კურსში მთავარი პროკურორი, ეს ჩემთვის ცნობილი იყო. როდესაც მოხდა საქმის გადაბარება, ბატონმა ალეკომ ეს ყველაფერი მითხრა და ჩამაყენა საქმის კურსში, რომ მთავარმა პროკურორმა იცოდა ამ საქმის დეტალები. ამას ბატონი ალეკო არქმევს ზეწოლას. მე განვაცხადე, რომ ამ საქმის მიმართ ინტერესი შემდგომშიც გრძელდებოდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ მეც დამიბარა დაკითხვაზე და მას ჰქონდა გარკვეული კითხვები, თუ რაში გამოიხატებოდა არაჯანსაღი ინტერესი. ბუნებრივია ეს შეეხებოდა ერთ თემას, მაგრამ დაკითხვის დროს ბუნებრივია წამოიჭრა სხვა საკითხებიც.

 

ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა. დაინტერესებული თვალი ამას კარგად ამჩნევდა. მეც ხშირად მიმითითებია ამაზე ჩემს საჯარო გამოსვლებში და ინტერვიუებში, თუ რას ემსახურებოდა ეს აჟიოტაჟი, საპროტესტო აქციები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე კონკრეტულ მინიშნებებს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ქორიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016