reportiori.ge - ზვიად ქორიძე: თუ გამოძიებას ექნება კითხვები, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:22
სამართალი
ზვიად ქორიძე: თუ გამოძიებას ექნება კითხვები, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 22:05


შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ თუ გამოძიებას ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ კითხვები გაუჩნდება, გიორგი მარგველაშვილი ამ კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ ზვიად ქორიძემ დღეს „ქრონიკის სტუდიაში" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ქორიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და საქმე თაროზე არ დაიდება.

 

„იმდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს. მთავარია გამოძიება წარიმართოს სწორად და მართებულად. ეს საქმე, რომელიც ახლა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, მართალია ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, მაგრამ დაიწყო, არ დაიდება თაროზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო შეწყალების მექანიზმის სრულყოფისათვის, ან იმისთვის კი არა, რომ არ ხდებოდეს ცალკეული მსჯავრდებულების ცალკეული ფორმით დაიმედება და შემდგომ მათი იმდეგაცრუება, რადგან ასეთი მექნიზმები, როგორც წესი არ მუშაობს, არამედ ზოგადად ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ეს აუცილებლად არის საჭირო. მე მართლა იმედით ვუყურებ გამოძიებას. მე მგონია, რომ ამის უნარი და ძალა, ისევ როგორც ნება, დღეს გამოძიებას ექნება", -  განაცხადა ქორიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016