reportiori.ge - ნინო თოდუა: საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მათი ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარება მისასალმებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:12
საზოგადოება
ნინო თოდუა: საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მათი ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარება მისასალმებელია
ავტორი:
13 დეკემბერი, 2015. 13:56



სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო თოდუა ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება.


„მისასალმებელია, თუ მოხდება აღნიშნული საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მათი ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარება. ერთი კვირის წინ შეხება მქონდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსთან. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პალატაში იწვა პაციენტი, პირობები მაინც არ იყო შესაფერისი და არსებული სერვისები ოცდამეერთე საუკუნისათვის მიუღებელია. ამიტომ, თუ ეს ტენდერი გამჭვირვალე იქნება და თბილისში არსებული სამი საავადმყოფოს მდგომარეობა გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ფასები დარეგულირდეს და არ გაიზარდოს", - განაცხადა თოდუამ.


სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი დღეს არსებულ ფასებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს  მომსახურება საკმაოდ ძვირია. „მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი და მომსახურება არ არის სახარბიელო, ფასები დაბალი მაინც არ არის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაღალი ფასების მიუხედავად, ექიმების ანაზღაურება მაინც ძალიან დაბალია. თუ ესეც გასათვალისწინებულია და ამხელა წამოწყების პარალელურად არსებული პრობლემაც დასარეგულირებელია, ამიტომ  ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას მივესალმები, როგორც რიგითი მოქალაქე", - განაცხადა ნინო თოდუამ.

 

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტენდერი რამდენიმე თვის წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდის " დახმარებით  გამოაცხადა, სადაც  განაცხადი  სამმა კომპანიამ წარადგინა, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე  გამოცხადებულ   ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კონსორციუმმა  „ალფამედიკმადაიმსახურა. სრული დოკუმენტაცია ვადებში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ  წარადგინა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016