reportiori.ge - ილია მეორე: საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:09
საზოგადოება
ილია მეორე: საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა
ავტორი:
13 დეკემბერი, 2015. 13:56



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ასევე ვახტანგ გორგასლის და ორი კათოლიკოსის - პეტრე და სამუელის ხსენების დღე მიულოცა. უწმინდესის თქმით, დღეს ყოველი ქართველი უნდა შევიდეს ეკლესიაში და უფალს მადლობა შესწიროს ამდენი წყალობისთვის.


რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენს ისტორიაში არის ამოფრქვევები, ვულკანი რომ ამოაფრქვევს, ისე. როგორ შეიძლება ავხსნათ ჩვენ ამდენი წყალობა, ამდენი დიდება, ხალემი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლის, კვართი უფლისა ჩამოტანილია საქართველოში, ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში მოდის საქართველოში. მეხუთე საუკუნე - ვახტანგ გორგასალი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. რამდენი შეიძლება გავიხსენოთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. კათოლიკოსი პეტრე და იმის შემდეგ კათოლიკოსი სამუელი - პირველი კათოლიკოსები, პირველი დამოუკიდებელი ეკლესია საქართველოსი - ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი, მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის დღეს და პირველი კათოლიკოსების დღესასწაულს", - ბრძანა პატრიარქმა.


როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ჩვენ ვმადლობთ უფალს იმიტომ, რომ უფალმა ინება ეს დიდი წყალობა და უფალმა მოგვივლინა ჩვენ ეს დიდება. "უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ. დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი ადამიანი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამდენი წყალობისთვის. წმინდა მოციქული ანდრია გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, ვახტანგ გორგასალი და პირველი კათოლიკოსები აგრძელებენ თავის მოღვაწეობას. შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღვის კურთხევა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე", - მიმართა პატრიარქმა მრევლს.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016