reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: ფემინიზმი, ეს არის ნაცნობი სისინი ედემის ბაღიდან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:41
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: ფემინიზმი, ეს არის ნაცნობი სისინი ედემის ბაღიდან!
ავტორი:
13 დეკემბერი, 2015. 22:16



„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი  ზვიად ტომარაძე საქართველოში ფემინიზმის და ფემინისტების გააქტიურების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ტომარაძე აღნიშნავს, „პარლამენტში ინიცირებული ფემინისტური კანონპროექტი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების შესახებ, არის ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი!


„მამაკაცები და ქალები თავისი ღირსებით, თანდაყოლილი ადამიანური და სამოქალაქო უფლებებით არიან თანასწორნი. მაგრამ ფუნქციები განსხვავებულია. ფემინიზმი ეს არის ნაცნობი სისინი ედემის ბაღიდან!

დღეს ფემინისტები ისტორიის სახელმძღვანელოშიც კი ითხოვენ თანაბრად იყოს ასახული მამაკაცთა და ქალთა მოღვაწეობა. მათ ნაკლებად აღელვებთ ის ფაქტი რომ მეფეები, სარდლები და გამოჩენილი პიროვნებები უმრავლეს შემთხვებში მამაკაცები იყვნენ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ომები მამაკაცთა საქმე იყო. ალბათ წარმოდგენაც რთულია თუ რა შედეგებამდე მიიყვანს კაცობრიობას, მამაკაცის და ქალის აბსოლუტური თანასწორობა. საკამათო იქნება თუ ვის გვარის მატარებელი უნდა იყოს შვილი, ტერმინი ცოლის მოყვანა და ა.შ. პარლამენტში ინიცირებული ფემინისტური კანონპროექტი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების შესახებ არის ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი! პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და იქ ღირსეული ადამიანები დამსახურებებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით უნდა მოხვდნენ და არა ხელოვნურად შექმნილი გენდერული ბალანსით!"- აღნიშნავს ტომარაძე. 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016