"თუ დავრწმუნები, რომ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ, ხელის გულზე მიდევს ფაქტები და მედიის მეშვეობით რამდენიმე წუთში გავხსნი ამ ყველაფერს"- ასე ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ელისაშვილი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს.
"ღიმილისმომგვრელია, რომ ხელისუფლების წარმომადგნლები, რომელთა შორისაც ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, ამბობენ, რომ პოპულისტია, რომ ხელში არაფერი უჭირავს. მე ველოდები გამოძიებას და თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ, რომ გაჩუმდნენ მაინც გამოძიების დასრულებამდე.
შოთაძეს თუ ოდნავ მაინც, პასუხისმგებლობა აქვს, ოდნავ მაინც თუ ჭკუა აქვს, ეს არის მისი გამოწვევა. რამდენიმე დღის დანიშნულია მთავარ პროკურორად, ახლა თუ ჩაფლავდა, წარმოიდგინეთ, ისედაც რა სამარცხვინო დუქანია პროკურატურა და როგორი სამარცხვინო გახდება.
თუ დავრწმუნები, რომ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ, ხელის გულზე მიდევს ფაქტები და მედიის მეშვეობით რამდენიმე წუთში გავხსნი ამ ყველაფერს"- აცხადებს ელისაშვილი.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა 200 ათასი დოლარი აიღეს კონკრეტული პატიმრების შეწყალების ხელშეწყობის სანაცვლოდ და მათი გათავისუფლების შემდეგ, კიდევ 1,5 მილიონს აიღებდნენ.