reportiori.ge - კობა კობალაძე: ვერ ვიტყვით, რომ გზის საფარის პრობლემა ვერ გვარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:17
საზოგადოება
კობა კობალაძე: ვერ ვიტყვით, რომ გზის საფარის პრობლემა ვერ გვარდება
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 02:02


თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას აფასებს. კობალაძის განცხადებით, გზების დაგება დროის საკითხია. იმის გათვალისწინებით, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა- რეაბილიტაცია პერიფერიებში და თბილისს შემოერთებულ რიონებში დაიწყო, გზების აღდგენა-დაგება კანონზომიერად და ხარსხიანად მიმდინარეობს.


როგორც კობალაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გზებზე არსებული ორმოების შესახებ სწორედ ამან განაპირობა, რომ მერიამ თბილისის ცენტრალური უბნების გარდა ზრუნვა  გარეუბნებზეც დაიწყო.


„ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა ვერ გვარდება. პროცესები განვითარებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით წინ მიიწევს. მიწევს ვისაუბრო მემკვიდრეობაზე, როდესაც ყველაფერი ორიენტირებული იყო დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე. ჩვენი დედაქალაქი საკმაოდ მოცულობითია, ბევრია შემოერთებული რაიონები. ბევრია ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც ინფრასტრუქტურა არაა განვითარებული. აქედან გამომდინარე, მხოლოდ გზის საფარზე არ უნდა ვისაუბროთ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. წყალსაკანალიზაციო სისტემის უზრუნველყოფაა საჭირო და ამის შემდეგ უკვე გზის საფარის მიხედვა.

 

ეს პროცესიც დროში გაიწელა, რადგან გარკვეული კომპანიები იღებდნენ პასუხისმგებლობებს და შემდეგ ამას ვერ ასრულებდნენ. მაგრამ, აქაც ოპერატიულად მოხდა ჩართვა, საკითხის გარკვევა და პრობლემის აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც მუშაობის და ქმედების პროცესი არ მიდის, განხილვა და ოპონირებაც არ ხდება. როდესაც მუშა პროცესია, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ, ყველაფერზე მეტყველი ძირითადად არის საბოლოო შედეგი."- აცხადებს კობა კობალაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016