სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
14 დეკემბერი, 2015. 10:10
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალბინა ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 97 აბი (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ეგრეთ წოდებული ექსტაზი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ალბინა ს-ს ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის, ამფეტამინის, და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55